"ორბმა" იმ ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც პროექტის დარღვევით აშენდა

ორბი

ფოტო: სულხან მესხიძე

კომპანია „ორბმა“ იმ ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც პროექტის დარღვევით აშენდა. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის 15 ბ-ში აშენებულ სართულს დილიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით ანგრევენ. მშენებლობას რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ.

ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ატარებდნენ და ბათუმის მერიისგან უკანონობაზე რეაგირებას ითხოვდნენ. როგორც ჩანს, პროტესტმა შედეგი გამოიღო და ადგილობრივების ხედი ბეტონით აღარ დაიფარება.

„ორბის დამატებითი ფართის მშენებლობის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ პროექტის დარღვევის მუხლით საქმის წარმოება 2022 წელს დაიწყო და კომპანია დაჯარიმდა. საკითხზე გამოიცა დადგენილება ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შესახებ. სამართალდამრღვევი თავად ახორციელებს დემონტაჟს,“ - აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

მეტის ნახვა