ახალი ამბები • 1769693544
ომგამოვლილი ორი შვილის დედის ქართული ყოველდღიურობა
გიამბობთ, ბათუმში, დევნილობაში დაბადებული უკრაინელი ბავშვის შესახებ. გოგონა სამყაროს, აღდგომის დილით მოევლინა. მარია კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაეწერა. ოლივია-მარიას დედა, ლიუდმილა ობუხოვა 11 წლის შვილთან, მიხაილთან ერთად, საქართველოში მარტში ჩამოვიდა. მამა, კი კიევში, ფრონტის ხაზზე დარჩა. ომგამოვლილი ორი შვილის დედის ქართული ყოველდღიურობა.
ეს 10 დღის მარიაა, რომელმაც უკრაინიდან, რუსების ტყვიამფრქვევებს თავი, მუცლადყოფნისას დააღწია და ბათუმში დაიბადა. ფეხმძიმე დედა, საქართველოში, 21 მარტს, მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. აქ ჩამოსვლამდე გრძელი და რთული გზა გაიარა. პირველი რამდენიმე დღე პოლონეთში გაატარა, თუმცა, გულმა საქართველოსკენ გაუმოუწია.
საომარ მდგომარეობაში ფეხმძიმე ქალს, თითქმის, ერთი თვე მოუწია ცხოვრება. განვლილ მძიმე და რთულ დღეებს, ლუიდმილა, თვალცრემლიანი იხსენებს. 8 თვის ფეხმძიმეს თავშესაფარში ცხოვრება უჭირდა.
ლუიდმილას ქართველი ქმარი ჰყავს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძვის და ახლაც ფრონტის ხაზზეა. ახალგაზრდა ქალს, ომში დარჩა ოჯახის წევრები და ნათესავები. საქართველოში ქმრის ახლობლები დახვდნენ. ჩამოსვლიდან პირველ დღეებში, სწორედ, მათთან შეაფარა თავი. დაბინავებაში, ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაეხმარა. ეხმარებიან საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთებითაც.
უკრაინიდან ჩამოსული, 2 შვილის დედის, სამომავლო გეგმები პოზიტიურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თავს კარგად გრძნობს, ომის მალე დასრულება, სამშობლოში დაბრუნება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება სურს.






















