მოუვლელი ძველი ბათუმი - ქალაქის ისტორიული ნაწილი განადგურების პირასაა

ქალაქის ისტორიული ნაწილი განადგურების პირასაა. ძველი ბათუმი იერსახეს ყოველდღიურად უფრო და უფრო კარგავს. ვიზიტორებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე  სიცოცხლისთვის საშიში შენობებიც მრავლადაა. ამორტიზებულია ქუჩები, დაზიანებულია განათების ბოძები და რკინის ჯებირები. ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეულ, მოუვლელ ნაწილზე თეო ფუტკარაძე გიამბობთ.

ასე აფასებს, მოქალაქე,  ძველ ბათუმში არსებულ მდგომარეობას. ტერიტორია, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია, ტურისტებისთვის კი, ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი - განადგურების პირასაა.  პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, უსახური საცხოვრებელი სახლებია. ძველი,  მოუვლელი  შენობები, ამორტიზებული სახურავებითა და  დანგრევის პირას მისული აივნებით. სიცოცხლისთვის საშიში გარემო,  ისტორიული ნაწილის იერსახეს ამახინჯებს. ადგილობრივები ძველი შენობების განახლებას, ისერსახის ცვლილებისა და  k2 კოეფიციენტის  გაზრდის გარეშე ითხოვენ.

თვალშისაცემია, რკინის კონსტრუქციები, რომელიც სინამდვილეში საყვავილეებია. თუმცა, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში, უფუნქციოა. უმრავლესობა ცარიელია, მოუვლელი ან გამხმარი ყვავილებია ჩარჩენილი. დაზიანებულია ქოთნებიც.

ბათუმში მცხოვრებლებს, ისტორიული ნაწილის, ამჟამინდელი, იერსახე არ მოსწონთ.

ძველ ბათუმში, თითქმის, ყველა მონაკვეთში ამორტიზებულია ქვაფენილებიც. მოუვლელ ინფრასტრუქტურას საპარკინგე სივრცეების არ არსებობაც ემატება. მანქანების უმრავლესობა ტროტუარებზეა გაჩერებული. რის გამოც, ქალაქის ამ ნაწილისთვის დამახასიათებელ, ისედაც ვიწრო ქუჩებში, ფეხით მოსიაულეებს გადაადგილება უძნელდებათ. განსაკუთრებით კი, მათ, ვინც, ბავშვებს ეტლით ასეირნებენ.

ძველი ბათუმისა და მისი ისტორიული ღირებულებების სათანადო მოვლა-პატრონობა რომ არ ხდება, ამას, ჩვენი კადრებიც ცხადჰყოფს. არადა, ვიზიტორები, დასათვალიერებლად, ყველაზე ხშირად, სწორედ, ამ ადგილს სტუმრობენ.

მეტის ნახვა