მოქალაქე "ბაუს" წინააღმდეგ - ქალის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობა კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ დამძიმდა

42 წლის ქალი კერძო კლინიკის წინააღმდეგ. ნონა მელაძე ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაურესდა, რაც კლინიკა „ბაუ“-ში ოპერაცია გაუკეთდას. ქალი გამოკვლევების ხელახლა ჩატარების მიზნით, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში წავიდა. უცხოეთში უთხრეს, რომ ამ შედეგამდე, არასწორმა მკურნალობამ მიიყვანა. ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს, შესაბამისად საზღვარგარეთ  მკურნალობის გაგრძელების საშუალება არ აქვს. 

ნონა მელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. 42 წლის ქალი, ბოლო ხუთი წელია, კოშმარში ცხოვრობს. გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც კლინიკა „ბაუ“-ში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩუტარდა, თავს ცუდად გრძნობს. მდგომარეობას არასწორ მკურნალობას უკავდირებს და საავადმყოფოს უპასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ნონა, გამოკვლევების ხელახლა ჩატარების მიზნით, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში წავიდა. უცხოეთში უთხრეს, რომ ამ შედეგამდე, არასწორმა მკურნალობამ მიიყვანა. მისი მდგომარეობა, ახლა, იმდენად მძიმეა, რომ გაუსაძლისი ტკვილების გამო, დღეში რამდენჯერმე, გონებას კარგავს.

ოჯახის მდომარეობა ფინანსურადაც მძიმეა. ნონას მეუღლე ამბობს, რომ თურქეთის კლინიკაში მკურნალობისა და ოპერაციის განმეორებით ჩასატარებელი თანხა არ აქვთ. ახლა, იბრძვიან იმისათვის, რომ ნონას გამოჯანმრთელებისთვის საჭირო 4 500 ამერიკული დოლარი მოაგროვონ. დახმარების თხოვნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს.

დაუფინანსებს თუ არა საზღვარგარეთ მკურნალობისა და ოპერაციისთვის საჭირო ხარჯებს აჭარის ჯანდაცვის სამინიტრო ოჯახს? კითხვებთ უწყებას მივმართეთ. აქ წერილობით განმარტეს, რომ:

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 80 %-ი, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა.

ბუნებრივია, განმარტებებისთვის, ბრალდების ადრესატ კლინიკა „ბაუ“-საც დავუკავშირდით. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვენს კითხვებს, იმ მიზეზით არ უპასუხეს, რომ საქმეზე, არც სასამრთლოს განჩინება არსებობს და არც დავა მიმდინარეობს. რაც შეეხება ოჯახს, ახლა, მათთვის კეთილი ადამიანების გულისხმიერება გადამეყვეტია. დახმარების მსურვლებს, ნონას ნახვა, ბათუმში, იური გაგრინის 36 ნომერში შეგიძლიათ

მეტის ნახვა