მაიმუნის ყვავილი - ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის

კოვიდის შემდეგ „მაიმუნის ყვავილი“ - პანდემიის მძიმე ფაზამ გადაიარა, თუმცა მსოფლიო შესაძლოა ახალი ეპიდემიის რისკის წინაშე აღმოჩნდეს. რესპირატორული დაავადებით ინფიცირების შემთხვევები უკვე 14 ქვეყანაში 100მდე შემთხვევა  ფიქსირდება, მედიკოსები ამ რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაკუთრებული ყურადღება  სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას ეთმობა. ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსიაც. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ და რა სიმპტომებით ხასიათდება ვირუსული ინფექცია? მედიკოსების განცხადებები ჩვენს რეპორტაჟში.

 მაიმუნის ყვავილის დაავადება, ე.წ ჩუტყვავილას დაავადების მსგავსია. თუმცა, იგი ორგანიზმში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. მაიმუნის ყვავილის სიმბტომები შემდეგნაირია: ტემპერატურის მატება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 3 დღის განმავლობაში განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდე გრძელდება.

მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღწერეს. იგი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს მღრნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ვლინდება, გამოხატული სიმპტომების მქონე დაავადებულთან მჭიდრო ან სექსუალური კავშირით. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო- ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას.

გარდა ენდემური ქვეყნებისა იგი ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა. უნდა ველოდოთ თუ არა, დააავდების საქართველოში გავრცელებას ან რამდენად მზადაა ქვეყნის ჯანდაცვა, ვირუსთან საბრძოლველად? ექიმი ლევან ანთაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ეპიდზედამხედველობა მიმდინარეობს და შესაბამისი ინსტრუქციები უკვე გაწერილია. მისი თქმით, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს, პროტოკოლის შემუშავება და უნდა იყოს სამინისტროს მზაობა, რათა მოხდეს დაავადების დროული დიფერენცირება და მკურნალობა.

შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან. სამედიცინო გამოცდილების მიხედვით, ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.

მეტის ნახვა