კერძო კომპანიის მიერ სახეცვლილი სარეკლამო ბილბორდები ბათუმში

თემა, რომელსაც TV 25-ი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაუბრუნდა. გიყვებით კერძო კომპანიის მიერ სახეცვლილ სარეკლამო ბილბორდებზე, რომელთა კანონიერება კითხვითი ნიშნის ქვეშ დგება. შპს „ლიბომ“ რკინის კონსტრუქციები ბეტონით ჩაანაცვლა და პარამენტრებიც გაზარდა. ლიცენზიის გამცემი კომპანია ამტკიცებს, რომ სამუშაოები უნებართვოა. იგივეს იმეორებს ბათუმის მერია, რომელმაც კომპანია უკვე დააჯარიმა. შპს ლიბოს ხელმძღვანელობა თავის მართლების პოზიციაშია. დირექტორი გვიმტკიცებს, რომ ყველა მხარე ტყუის.

ეს სარეკლამო ბილბორდები ბათუმში კომპანია “ლიბომ” ეტაპობრივად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განათავსა. სვეტები  ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზეა, მათ შორის საბაგიროსთან, კარფურთან , აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი, ვინც ამუშაოების უკანონობაზე მიუთითებს, შპს აჯადის ხელმძღვანელობაა. ცნობისთვის, ეს  კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით ლიცენზიებს 2021 წლის ნოემბრამდე გასცემდა. ანუ შუამავალი მერიასა და შპს ლიბოს შორის. დირექტორი, ამირან ბეჟანიძე გვიმტკიცებს, რომ მერიიდან 2020 წელს შპს ლიბოსთვის კონსტრუქციების ზომების გაზრდის ნებართვა მიიღეეს, თუმცა თავად „აჯადს“ კომპანია ლიბოსთვის კონსტრუქციების სახეცვლილების ნებართვა არ მიუცია.

ჩვენთვის გაუგებარი დარჩა რა მოტივით არ გასცა შპს „აჯადმა“ სახეცვლილების ნებართვა შპს „ლიბოზე“, თუმცა გავარკვიეთ, რომ შუამავალ კომპანიასთან ერთად საბილბორდე სვეტების პარამეტრების ცვლილებაში უკანონობას ხედავს თვითმმართველობაც. მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს ლიბო უნებართვო მშენებლობისთვის 3 დღის წინ დააჯარიმა. უწყებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, რაშია კანონოდარღვევა-მშენებლობის ვადებში, კონსტრუქციის პარამეტრებში თუ იმაში, რომ სვეტები რკინის ნაცვლად ბეტონისაა. მუნიციპალური ინსპექციაში მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ:

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს "ლიბო" უნებართვო რკინაბეტონის კონსტრუქციების განთავსებისთვის კანონის შესაბამისად 6000-6000 ლარით დააჯარიმა.  აღნიშნულ თემაზე სამშენებლო სამართალწარმოება 4 აპრილს დაიწყო.  მითითების შესაბამისად, კომპანია დავალდებულდა მოახდინოს კონსტრუქციის დემონტაჟი.  წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება საურავი სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო ( ჯარიმა სამმაგი ოდენობით)“

კომპანია ლიბოს ხელმძღვანელს ვერ გაუგია, რის საფუძველზე ითხოვს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კონსტრუქციების დემონტაჟს. მუხრან ავალიანს უკვირს შპს აჯადის დირექტორის პოზიციაც. გვიჩვენებს 2020 წელს, ამირან ბეჟანიძის სახელზე გაცემულ, სარეკლამო ბანერების ზომების გაზრდის ნებართვას, რომელსაც ხელს მაშინდელი ვიცე- მერი, არჩილ ჩიქოვანი აწერს. ავალიანი გვიმტკიცებს, რომ დოკუმენტი არც ვადებს უწესებს და  არც იმას უკრძალავს, რომ რკინის ნაცვლად ბეტონის კონსტრუქცია განათავსოს.

ლიბოს დიტექტორი ამტკიცებს, რომ ყველა მხარე ტყუის.  ავალიანი ამბობს იმასაც, რომ დემონტაჟთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მითითება უკანონოა. არ გამორცხავს, რომ სამომავლოდ სამართლებრივად იდაოს. კითხვაზე, მაშ რატომ ახორციელებდნენ რკინის კონსტრუქციის ბეტონით ჩანაცვლების სამუშაოებს ღამით? ავალიანი ასე გვპასუხობს:

ჰქონდა თუ არა უფლება შპს ლიბოს რკინის კონსტრუქციის ნაცვლად ბეტონის სარეკლამო სვეტების განთავსების უფლება ან დაარღვია თუ არა ვადები, როცა 2020 წელს მიღებული ნებართვით მშენებლობა 2022 წელს განახორციელა? მერიისგან სატელევიზიო კომენტარი ვერ მივიღეთ. მივწერეთ თავად მერსაც. არჩილ ჩიქოვანმა ჩვენი შეტყობინება სოციალურ ქსელში უპასუხოდ დატოვა. 

მეტის ნახვა