ინტენსიური წვიმა ბათუმში - ქალაქის მერია ინფორმაციას ავრცელებს

გზის გაწმენდა

ფოტო: ბათუმის მერია

უკვე მეორე დღეა ბათუმში ინტენსიურად წვიმს. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე არხები და ცხაურები აქტიურად იწმინდება.

გარდა ამისა, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა.

"ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები.

ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლა.

ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას", - წერს ბათუმის მერია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

მეტის ნახვა