ახალი ამბები • 1702066781
"განათების ბოძი დენს ატარებს, ბათუმის მერია არ რეაგირებს" - მოქალაქე

ფოტო: ნინია მესხიძე
მოქალაქე გიზო ჩიგოგიძე, რომელიც ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის 14 ნომერში ცხოვრობს, TV25.GE-ის უყვება, რომ 28 ოჯახი სიცოცხლისთვის სარისკო გარემოში ცხოვრობს. მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ განათების ბოძი, სისტემატურად, დენს ატარებს. მოქალაქის განმარტებით, ბათუმის მერიას პრობლემის შესახებ რამდენჯერმე აცნობეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
"თითქმის 3 წელია ეს პრობლემაა, 3-ჯერ მოვიდნენ მერიიდან, თითქოს გააკეთეს, მაგრამ უხარისხოდ, რადგან ვითარება უცვლელია. დენს ატარებს, ბოლო შემთხვევა გუშინ იყო, პოლიცია გამოვიძახეთ და ნიშნული მიაკრეს, რათა ბავშვები არ მიუახლოვდნენ, მაგრამ ეს რამდენად იქნება შემაკავებელი, არ ვიცი. 28 ოჯახი და 15-20-მდე მოზარდი ვცხოვრობთ, გვეშინია ტრაგედია არ მოხდეს. ვითხოვთ ყურადღებას ხელმძღვანელობისგან!", - გვითხრა ჩიგოგიძემ.
ჩვენ, ცხადია, დავუკავშირდით ბათუმის მერიას, თუმცა უწყებაში ფაქტზე რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალეს.

1701807096

1699261403