"გაანათე" – ბათუმში, სოლიდარობის აქცია გაიმართა

„გაანათე“ –სოლიდარობის აქცია ბათუმში.  "რუსეთი ოკუპანტია", "დიდება უკრაინას"," არა ომს"- ამ მოწოდებებით ევროპის მოედანზე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამოვიდნენ.

საგანმანთლებლო დაწესებულების თანამშრომლებმა სიმბოლურად მობილურები გაანათეს, რათა ეჩვენებინათ, რომ სინათლე სიბნელეზე აუცილებლად გაიმარჯვებს.

შეკრებილების თქმით, აგრესორი რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში თავისუფალი ერის გამარჯვებით დასრულდება და რომ ამ ბრძოლაში, ჩვენი მეგობარი ქვეყანა მარტო არ არის. 

მეტის ნახვა