ფაქტი ცხადჰყოფს, როგორ ცდილობს ხელისუფლება რუსულ სანქციებს გაექცეს - ელენე ხოშტარია სანქცირებულ გემზე

პარტია, ,,დროა''-ს თავმჯდომარე ბათუმში, რუსული სანქცირებული გემის შემოსვლას ეხმაურება. ელენე ხოშტარიას თქმით, ეს ფაქტი ცხადჰყოფს, როგორ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რუსულ სანქციებს გაექცეს.

იგი ყურადღებას რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს - ამბობს, რომ ტვირთი შეთანხმებულად შემოიტანეს, რადგან გემი 500 კილომეტრს შეუმჩნევლად ვერ გაივლიდა.

ხოშტარიას თქმითვე, პორტში გემის შემოსვლას ყველა უწყება აკონტროლებს და მისი ინფორმაციით, ფაქტის უკან, შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი დგას, რომელსაც ნავთობის ბიზნესი აქვს. „დროას“ ლიდერი ირწმუნება, რომ იაკობაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

მეტის ნახვა