ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს - რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს მთავრობა?

"ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია და აპირებენ მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანას. მთავრობის მეთაურის პროგნოზით, ეს ფასებს გააიაფებს.

"გვაქვს დაპირება მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა, ასევე, ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს ხარისხიანი, მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც, ჩვენი პროგნოზით გააიაფებს ფასებს. ამას გარდა, ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ სიტუაციას", - თქვა პრემიერმა.

მეტის ნახვა