ენმ ბათუმში, ავტობუსის გაჩერებების სიმცირეზე საუბრობს - რეზო ხარაზის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბათუმში, ავტობუსის გაჩერებების სიმცირეზე საუბრობს. რეზო ხარაზის თქმით, ქალაქში არსებული სივრცეები, სადაც მოქალაქეები, წესით, ტრანსპორტს უნდა დაელოდონ, ხშირ შემთხვევაში, ამორტიზებული ან უსახურია.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ბათუმის მერიის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მოცემულობის გამო, ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ. ბრალდებების ადრესატ უწყებაში, ოპონენტების განცხადებებს, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებიან.

მეტის ნახვა