ეკოსისტემები და ტექნოლოგიური მეწარმეობა

„ეკოსისტემები და ტექნოლოგიური მეწარმეობა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში“ – ამ სახელწოდებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფი ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე გაიხსნა ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება მოამზადონ და განახორციელონ სხვადახვა ინიციატივა. ღონისძიება „ერაზმუს+“-ის ფარგლებში ტარდება. მასში ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ევროპის ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული კომპანია მონაწილეობენ.

მეტის ნახვა