"დიდი საფრთხეა" - ქობულეთში, მდინარე კინტრიშზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ

ქობულეთში, სოფელ გელაურის მოსახლეობა, მდინარე კინტრიშზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს. კალაპოტიდან შპს "გზას" ინერტული მასალა ამოაქვს. ადგილობრივების თქმით, ეს მათთვის დიდი საფრთხეა, რადგან მიწის მასას მდინარე რეცხავს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ გასულ წლებში, იყო შემთხვევა, როცა ადიდებული მდინარე ქუჩაზე გადადიოდა, ამ პროცესმა კი, ფაქტობრივად განმეორება დაიწყო. Მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შეძლეს 12 წლის მოზარდის გადარჩენა, რომელიც დინებას მიჰყავდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარეს ნაპირგამაგრება სჭირდება და არა პირიქით.

როგორც შპს „გზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, ინერტული მასალა, ისევ, ნაპირგამაგრებისთვის ამოაქვთ.

მეტის ნახვა