დაპირისპირება და ინტერესთა კონფლიქტი ბათუმის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში

დაპირისპირება და ინტერესთა კონფლიქტი  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში. უთანხმოება ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელსა და აჭარის განათლების მინისტრს შორისაა. გაუგებრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაია ხაჯიშვილის გადაწყვეტილებით, სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა თეატრი დატოვეს. გათავისუფლებულებს  მიაჩნიათ, რომ თანამდებობები, პოლიტიკური გემოვნების გამო დაკარგეს. კონკურსი უკვე გამოცხადდა, თუმცა, ირწმუნებიან, რომ განათლების სამინისტროს კადრი უკვე შერჩეული ჰყავს და პროცესი ფორმალურია.

პოლიტიკური გემოვნების გამო დევნა და არასაფუძვლიანი გადაწყვეტილება - ასე აფასებს გიორგი ჩხაიძე, მაია ხაჯიშვილის ქმედებას. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, ამბობს, რომ განათლების მინისტრმა მას პოლიტიკური გემოვნება დაუწუნა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ამასთან ერთად, კიდევ, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჩხაიძე ამბობს, რომ ახალი სავარაუდო ხელმძღვანელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, წინასწარ ჰქონდა. ვერ ხვდება აზრს, რატომ ტარდება კონკურსი თუ კი, ირაკლი კიკვაძეს თანამდებობა გარანტირებული აქვს. მისი მოლოდინით, საბჭომ, რომელმაც ახალი დირექტორი უნდა შეარჩიოს, არაობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან რამდენიმე წევრთან, ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ახალი ხელმძღვანელის შერჩევაში ნერონ აბულაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. თემურ მახარაძის თქმით, აბულაძე, სწორედ, გათავისუფლებული ხელმძღვანელების პერიოდში გაათავისუფლეს. საუბრობენ იმ კრიზისზეც, რომელიც ახლა თოჯინების თეატრშია.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი კადრების  შესარჩევად კონკურსი, მოქმედი ხელმძღვანელების ვადის ამოწურვამდე უნდა გამოცხადებულიყო. თუნცა ის, მაია ხაჯიშვილმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ინფორმაცია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ტვ25-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რატომ  გამოაცხადა კონკურსი განათლების მინისტრმა დაგვიანებით ან რატომ არ გაუგრძელა ხელშეკრულება მოქმედ თანამშრომლებს? გვპასუხობს, რომ ხელმძღვანელებს ვადა ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ამოეწურათ. პოლიტიკური გემოვნების გამო დევნას კი, კატეგორიულად უარყოფს.

რამდენად მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას საბჭო იმ ფონზე, როდესაც წევრებსა და მონაწილეს შორის ინტერესთა კონფლიქტია? აჭარის განათლების სამინისტოში გვითხრეს, რომ საბჭო კომპეტენტური პირებისგან შედგება და კომენტარი, რომელიც მაია ხაჯიშვილმა გააკეთა, ამომწურავია. 

მეტის ნახვა