დალეწილია სამი ავტომობილი, არიან დაშავებულები - ავარია ქობულეთში

7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ავარიისას. შემთხვევა ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა ტრავმით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

ექიმების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პაციენტებს ამ ეტაპზე შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. ჯერჯერობით უცნობია,  მომხდარის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

მეტის ნახვა