ბათუმში, კიდევ ერთი უკრაინელი გოგო დაიბადა

უკრაინელი გოგო

ბათუმში, კიდევ ერთი უკრაინელი გოგო დაიბადა. იგი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალშია მოთავსებული. კლინიკის ინფორმაციით, ახალშობილი 3,6 კილოგრამს იწონის და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს.

გოგოს დედამ, 29 წლის განნა საიადიან-ვესელოვმა ქალაქი ოდესა ომის დაწყებიდან მეორე დღესვე დატოვა. მისი მეუღლე სამშობლოში საბრძოლველად დარჩა. ბათუმში ოჯახის მეგობრის მოწვევით ჩამოვიდა.

ახალგაზრდა უკრაინელმა ქალმა ბუნებრივი გზით იმშობიარა და სამყაროს ახალი სიცოცხლე მოავლინა.

მეტის ნახვა