ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა საჯაროდ განიხილეს - დოკუმენტში 400 ათას ლარამდე გადაიხადეს

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა დღეს საჯაროდ განიხილეს. დოკუმენტს კენჭი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე უნდა უყარონ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მას ჩააგდებს, რადგან თავად შემსრულებელმა კომპანიამაც აღიარა, რომ ამბასადორისა და რივიერას პროექტები შეუსაბამოა.

ხელისუფლების ოპონენტებს არ აკმაყოფილებთ მოცემულობაც, რომლის მიხედვითაც კომპანიისთვის მიცემულ დავალებაში არ იყო მოთხოვნა, წარმოდგენილი ყოფილიყო გონიოს სანაპირო ზოლის განვითრებას პროექტიც.

დოკუმენტი, რომელშიც ბულვარის ადმინისტრაციამ 400 ათას ლარამდე გადაიხადა, ხუთ ნაწილადაა გაწერილი. იგი გამოყოფს ობიექტებს, რომელთა დემონტაჟი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე, ბულვარის დირექცია, ვერ აკონკრეტებს, მხარდაჭერის შემთხვევაში, რა ვადაში მოვა გადაწყვეტილება სისრულეში. 

მეტის ნახვა