ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

კდიევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში.  კომახიძისა და გრიბოედოვის ქუჩების გზაჯვარედინზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის ცნობით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და გამოკვლევები უტარდებათ. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტის ნახვა