აშშ-ის ელჩი TV25-ს ეწვია - კელი დეგნანმა მაუწყებელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი TV25-ს ეწვია. კელი დეგნანი, ვიზიტის ფარგლებში, მაუწყებლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. უცხოელმა დიპლომატმა არხის ჟურნალისტებთან ერთად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონული მედიის ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დეგნანმა აქცენტი გააკეთა საქართველოში შექმნილ მედია გარემოზეც და თქვა, რომ ტელევიზიების დამოუკიდებლად მუშაობას ხელი არ უნდა ეშლებოდეს.

„TV25”-მა კელი დეგნანთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც პარასკევს გადაცემა „პოზიციაში“ 21:30 შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა