არის თუ არა ბათუმის წყალი მოწამლული - რას ამბობენ კომპანიაში?

წყალი შეწყდა

დილიდან სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ბათუმის წყალი მოწამლულია და სასმელად უვარგისია.

პარალელურად, TV25-ში მოქალაქეთა ზარები ამ დრომდე არ წყდება. ადგილობრივთა ინფორმაციით, სკოლებში ბავშვებს აფრთხილებენ, რომ წყალი არ დალიონ, რადგან რამდენიმე ადამიანი უკვე მოიწამლა.

ჩვენ დავუკავშირდით შპს "ბათუმის წყლის" პრესსამსახურს, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს და გვითხრეს რომ ამჯერადაც საზოგადოებაში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. 

მეტის ნახვა