240-მდე ვაკანსია და 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილი - ბათუმში, დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში, დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს. სამუშაოს მაძიებლებისთვის, კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები, სპეციალური პრეზენტაციებით არიან წარდგენილები.

მხარეები შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციებს ცვლიან. წელს, ფორუმში 70-მდე კომპანია მონაწილეობს. მათ ჯამში, 240-მდე ვაკანსია და 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილი აქვთ წარდგენილი.

ღონისძიება აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა