1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. სურვილი ამ დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როცა ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო 1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1 ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული, თუმცა მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს ეს დღე - გაურკვეველია.

საბოლოოდ კი ამ თარიღის არსებობა განმტკიცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -1949 წელს, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ომის შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენდა მომავალ თაობაზე ზრუნვა. ამასთან დაკავშირებით, პარიზში, ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის.

პირველად, ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და თარიღმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.

მეტის ნახვა