პანდემიის დაწყებიდან 1-ელ ივლისამდე კოვიდით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

კოვიდი

2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე მონაცემების თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია საჭირო და მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური ასაკი - 18 წელი, ხოლო მაქსიმალური - 89.

მეტის ნახვა