მწვანე პასპორტების გაუქმებამ ვაქცინაციისადმი ნდობა შეამცირა - ნინო გუგუშვილი

ნინო გუგუშვილ

"მწვანე პასპორტების გაუქმებამ ვაქცინაციისადმი ნდობა შეამცირა" ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ნინო გუგუშვილმა, გააკეთა. 

NCDC-ის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ვაქცინაციის მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

მწვანე პასპორტების გაუქმებამ ვაქცინაციისადმი ნდოვა შეამცირა. ჩვენ კოვიდინფექციასთან, უკვე, პროსპრექტულად ვცხოვრობთ. ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება პროსპრექტულად გვაქვს მიღებული. ჩვენ ისევე როგორც, სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, თუმცა, რომ ავიღოთ მონაცემები ევროპის ქვეყნების, რომლებიც, უკვე, მალე გახსნიან საზღვრებს და შეზღუდვების მოხსნისთვისაც მზად არიან, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ვაქცინაციის პროცესის მხრივ. " - ამბობს ნინო გუგუშვილი "პოზიციის" ეთერში. 

მეტის ნახვა