კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა - როგორ მართავს "ოცნება" პანდემიას

130 ათასამდე ინფიცირებულის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. პირველი მარტიდან საკარანტინე სივრცეები უქმდება. იხსნება ქორწილებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე დაწესებული აკრძალვა. მოქალაქეებს სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას სიცხეს აღარ გაუზომავენ. დახურულ სივრცეში კი, ერთ მაგიდასთან ადამიანთა რაოდენობა 10-მდე იზრდება. 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.

ამ  განცხადებას, საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, მაშინ, აკეთებენ, როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად, ათასობით ინფიცირების მაჩვენებელი ფიქსირდება, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კი, მოქალაქეების მომართვიანობის მაჩვენეებელი რეკორდულად დაეცა. ისწავლა თუ არა საქართველომ მკვლელი ვირუსის მართვა და რა შედეგებამდე მიგვიყვანს მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვდბის გაუქმება? რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, გიორგი კიკაბიძე, ამბობს, ეპიდვითარება საქართველოში კვლავ კრიტიკული რჩება და ქვეყანას ვირუსი ჯერ არ დაუმარცხებია.

მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც. ერთიანი ნაციონალური მოზრაობის წევრი და ექიმი, ლევან ანთაძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არასწორია

რაც შეეხება მმართველ გუნდს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შეზღუდვების მოხსნას ეთანხმება. ილია ვერძაძე თვლის, რომ დროა საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და მისი თქმით, საამისოდ, შესაფერისი დროა.

ქვეყანაში, ისევ, კორონავირუსის, ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამი ომიკრონი ცირკულირებს. ამ ფონზე, კი,  საქართველოს მთავრობა დაწესებულ შეზღუდვებს, ერთბაშად, აუქმებს. რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება? ხელისუფლება განმარტავს, რომ მსოფლიო გამოცდილებით იხელმძღვანელეს. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პირბადის ტარების ვალდებულება, ჯერჯერობით, ძალაში რჩება.

მეტის ნახვა