კარგავს თუ არა საზოგადოება ვაქცინის მიმართ ნდობას - ჩავარდნილი იმუნიზაციის პროცესი აჭარაში

ჩავარდნილი იმუნიზაციის პროცესი აჭარაში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ყოვეელდღე ასობით ინფიცირებულია, ვაქცინაციის პუნქტები დაცარიელებულია. ამის შესახებ, თავად ექიმებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების მომართვიანობამ ვაქცინაციისთვის საკმაოდ იკლო.

"მოქალაქეთა მომართვიანობამ აშკარად მოიკლო. თუ დეკემბერში დღის განმავლობაში 400 და 500 მოქალაქე იცრებოდა, შემდეგ თვეებში ტემპი დაბალი იყო. მაგალითად, თებერვალში საშუალოდ 100 ადამიანი იცრებოდა, როცა იკეთებდა 500 და მეტი მოქალაქეც კი. როდესაც, ე.წ "მწვანე პასპორტი" შემოვიდა ძალაში მოქალაქეები აქტიურად მოდიოდნენ და იკეთებდნენ ვაქცინას. მე ვფიქრობ, რომ არანაირი "მწვანე პასპორტი" და არც ვინმეს განცხადება არ უნდა მოქმედებდეს, ეს მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა." - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, გიორგი კიკაბიძე.

ჩავარდნილ ვაქცინაციის პროცესზე საუბრობენ ბათუმში მდებარე საზღვაო ჰოსპიტალშიც. როგორც, ექიმები ამბობენ, "მწვანე პასპორტებისა" და რეგულაციების  გაუქმების შემდგომ აცრისთვის, მხოლოდ 6 მოქალაქე მივიდა.

გასულ დღეებტან შედარებით ვაქცინაციის პროცესმა, შედარებით მოიკლო. დაახლოებით 40-50 ადამიანი იცრება დღის განმავლობაში, როცა მსურველი უფრო მეტი იყო. ჩვენს კლინიკაში მომართვიანობა საკმაოდ ბევრია და ისინი აუცრელები არიან. ვფიქრობ, ახალმა რეგულაციებმა იმოქმედა ხალხზე. მაგალითად, როდესაც "მწვანე პასპორტი" გაუქმდა, მეორე დღესვე, დაახლოებით 6 ადამიანი მოვიდა." გვიყვება საზღვაო ჰოსპიტლის ექთანი, ანი წირღვავა. 

მეტის ნახვა