ახალი ამბები • 1713428324
გუშინ, კოვიდით არავინ გარდაცვლილა - გამოვლინდა ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 576 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 245 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 331 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 62 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 375-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 1, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 192, აჭარაში - 11, იმერეთში - 76. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
შეგახსენებთ, 25 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 213 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.
1712907949
1712849156
1711347478
1711015419
1710332573