აჭარაში, 8 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა - ეპიდსიტუაცია რეგიონში ისევ მძიმეა

კოვიდი აჭარაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 330-ს გაუტოლდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ამ ეტაპზე, 4 256 ადამიანი მკურნალობს. მათგან "Covid კლინიკებში 628, Covid სასტუმროებში - 582, ონლაინ კლინიკაში - 3 046".

ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 257 ადგილობრივი, ხოლო გარდაიცვალა 8 პაციენტი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, გუშინ, კოვიდი დაუდასტურდა 3 656 პირს, ხოლო ვირუსს ემსხვერპლა 32 მოქალაქის სიცოცხლე.

მეტის ნახვა