30, იანვარი 2019 10:55:00
ბათუმსა და ჩაქვში ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სამი პირია დაკავებული. პოლიციის თანამშრომლებმა ერთი მათგანი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა. მანქანის ქურდობის ბრალდებით ერთ-ერთ დაკავებულს კი გამოძიება, 19 იანვარს ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩიდან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილის მოპარვასა და წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული, მსუბუქი ავტომობილი გაქურდვის ფაქტზე ედება. კიდევ ერთი ბრალდებული, დაბა ჩაქვიდან, მოქალაქის კუთვნილი, „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება ქურდობის მცდელობის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.