 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
მართლმადიდებლები დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავენ |
|
08 თებერვალი 2010 |
|
ვიდეო რეპორტაჟი |
|
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ამირან ცეცხლაძე
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღმაშენებლის ქუჩაზე დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარში დეკანოზმა მარკოზმა აღავლინა. დავით მეოთხე საქართველოში 1089-1125 წლებში მეფობდა. იგი სამეფო ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში გატარებული საეკლესიო რეფორმები, საქართველოს გაერთიანება და აღმშენებლობა. სწორედ ამის გამო მოსახლეობამ დავით მეოთხეს აღმაშენებელი უწოდა. დღეს დაიწყო მძიმე მარხვის მოსამზადებელი ეტაპი ანუ ყველიერი. მრევლს დღეიდან ხორცის მიღება ეკრძალება. მძიმე მარხვა 15 თებერვალს დაიწყება. დავითობასთან დაკავშირებით #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებებმა დავით აღმაშენებლის სახელობის სამლოცველოში შესაწირი ყუთი მიიტანეს. ანალოგიურ საქველმოქმედო აქციას აღნიშნული სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ხშირად აწყობენ.
|
| «
უკან |
კომენტარები
|
|
Untitled Document
|