 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
ყოფილი დახელოვნების ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი დაიწყო |
|
08 თებერვალი 2010 |
|
ვიდეო რეპორტაჟი |
|
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე
უკვე მეორე დღეა რუსთაველისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე დახელოვნების ინსტიტუტის ყოფილი შენობისა და საერთო საცხოვრებლის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა 2008 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, 2008 წლის 25 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირი მიყიდვის წესით სააქციო საზოგადოება “ნუროლი სავაჭრო და სამშენებლო კომპანიას” გადასცა. ნასყიდობის თანხAAAა 200 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტერიტორიაზე `შერატონის~ ადმინისტრაციული შენობა განთავსდება. მშენებლობა 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. აღნიშნული ფაქტი უნივერსიტეტის პროფესორმა გააპროტესტა. მისი ინფორმაციით ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რაც დაუშვებელია. ნუგზარ ჩხაიძის აზრით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ძველი არქიტექტურული შენობები დემონტაჟის ნაცვლად უნდა შენარჩუნდეს და განახლდეს. ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ობიექტის გასხვისების შესახებ მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლნენ.
|
| «
უკან |
კომენტარები
|
|
Untitled Document
|