 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
მერია ადლიის მოსახლეობას ტერიტორიის სანაცვლოდ მინიმალურ თანხას თავაზობს |
|
08 თებერვალი 2010 |
|
ვიდეო რეპორტაჟი |
|
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე
`დემოკრატიის ინსტიტუტი~ ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელების მოტივით ადლიის დასახლებაში მცხოვრები 80-მდე ოჯახისთვის შენობა-ნაგებობის გამოსყიდვის პროცესს აპროტესტებს. გენო გელაძის აზრით, აუდიტორული დასკვნის თანახმად, “საექსპროპრიაციო ქონება” დაბალ ფასად შეაფასდა. არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის სამართლიანად ჩატარების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას და ქონების ინდივიდუალურ შეფასებას ითხოვს.
აუდიტორული დასკვნა “ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგმა” მოამზადა, 150-გვერდიან დოკუმენტში ადლიაში მცხოვრები 39 ოჯახის ქონების შესახებაა მოთხრობილი, თუმცა დასკვნა კონფიდენციალურია და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ პუბლიკაცია დაუშვებელია. სპეციალისტებმა ზღვისპირა ზოლში 1 კვ.მ მიწის ნაკვეთი 67 ლარად შეაფასეს, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივები ამ თანხაზე უარს იტყვიან, მათ ძაღლთსაშენ ფერმასთAნ ტერიტორიას ან პუშკინის 35 ნომერში საცხოვრებელ ბინებს შესთავაზებენ. მოსახლეობა მერიის შეთავაზებაზე უარს აცხადეს.
მოსახლეობისთვის შეთავაზებულ წინადადებებს მინიმალურად მიიჩნევს საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრი. დავით რობაქიძის აზრით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოსახლეობას თანხა არა აუდიტორული დასკვნის მიხედვით, არამედ ადგილმდებარეობის მნიშნვნელობის მიხედვით გადაუხადოს.
`დემოკრატიის ინსტიტუტის~ ბრალდებებისა და მოსახლეობის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხო განცხადებები მერიაში დღის მეორე ნახევარში გაკეთდა. გელა მახარაძის განმარტებით მუნიციპალიტეტმა “ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგზე” არჩევანი კვალიფიკაციის გამო გააკეთა. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნებს, მახარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
ბათუმის მერიამ მოსახლეობის განსახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადლიის მიმართულებით ახალი ბულვარი გაშენდა, საიდანაც გზის გაყვანა აეროპორტამდე იგეგმება. საერთო ჯამში ტერიტორიის დატოვება 80 ოჯახს მოუწევს. პრეზიდენტის ბრძანებულება ტერიტორიის ექსპროპრიაციის შესახებ შესაძლოა იმ შემთხვევაშიც შესრულდეს, თუკი მოსახლეობა შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმება.
|
| «
უკან |
კომენტარები
|
|
Untitled Document
|