 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
პუშკინის #98-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებარე სახლის დემონტაჟს მოითხოვს |
|
08 თებერვალი 2010 |
|
ვიდეო რეპორტაჟი |
|
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ნიკა ტუღუში
პუშკინის #98-ში მცხოვრები მოსახლეობა მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით მშენებარე თოთხმეტსართულიანი სახლის დემონტაჟს მოითხოვს. მათი თქმით, ქარის გამო მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლობდნენ. მოსახლეობის მტკიცებით, ბინის მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა. 3 თებერვალს ლუკა ასათიანის #51-ში მშენებარე ბინის კედლები ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 10 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ერთ-ერთი ოჯახის წევრებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. დავით დავითაძის თქმით, უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულები სასტუმროებში არიან დაბინავებულები. იგივე დაზარალებულებმა ჩვენტან საუბარში დროებითი თავსაფრად ბინებში გადასვლა მოითხოვეს, რაზეც ქალაქის მერიამ მუშაობა დაიწყო. რაც შეეხება მშენებარე ბინის დემონტაჟსა და სახლების რეაბილიტაციას, ამ საკითხზე მერია ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იმუშავებს.
|
| «
უკან |
კომენტარები
|
|
Untitled Document
|