 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
|
თარიღი: ორშაბათი, 22 თებერვალი 2010 |
|
22 თებერვალი 2010
ე.წ. “ღორის გრიპის” ვირუსით სამედიცინო დაწესებულებაში 9 ადამიანია მოთავსებული
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე
ახალსოფელში მცხოვრებმა იური თედორაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება 2009 წლის 30 დეკემბერს დატოვა. 48 წლის პაციენტი ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში გონების დაკარგვის შემდეგ მიიყვანეს, სამი დღით ადრე მას გრიპის სიმპტომები დაეტყო. მედიკოსებმა თედორაძეს ეიჩ-1 ენ-1 ვირუსი დაუდგინეს და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.
... დაწვრილებით »
|
22 თებერვალი 2010
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება განკარგავს
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ნიკა ტუღუში
ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ქალაქში 1949 წლიდან ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს სასახლეს, შესაძლოა, ახალგაზრდული ცენტრი შეურთდეს. ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ამჟამად სასახლეში 40-მდე წრე და ოთხი მიმართულების-ტურიზმ-მხარეთმცოდნეობის, მასობრივი მუშაობის, ტექნიკურ-შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის განყოფილება მუშაობს.
... დაწვრილებით »
|
22 თებერვალი 2010
ამინდი სანაპირო რაიონებში
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ამირან ცეცხლაძე
დღეს ჰაერის ტემპერატურამ გუშინდელთან შედარებით 8-9 გრადუსით დაიკლო. შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსია. ღამით მეტეოროლოგები 3-8 გრადუსს ვარაუდობენ. მაღალმთიან რაიონებში კი -1 +1 გრადუსს. ხვალ დღისით ჰაერის ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება.
... დაწვრილებით »
|
22 თებერვალი 2010
ბათუმში საქართველოს უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ამირან ცეცხლაძე
`საქართველოს უნივერსიტეტი~ პირველ ფილიალს მალე ბათუმში გახსნის. აბიტურიენტთა მიღება აქ ეროვნული გამოცდების შედეგად ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. მანამდე კი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრას ბათუმის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ხვდებიან.
... დაწვრილებით »
|
22 თებერვალი 2010
ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საღამო
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ამირან ცეცხლაძე
“ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა”-ასე უწოდეს საღამოს, რომელიც ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე ბათუმის მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის შესახებ ისაუბრეს, ასევე წარმოადგინეს ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.
... დაწვრილებით »
| |
|
|
Untitled Document
|