 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
|
თარიღი: ორშაბათი, 15 თებერვალი 2010 |
|
15 თებერვალი 2010
ახალ ბულვართან მცხოვრები მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს
ავტორები: ლიზი თედორაძე, ნიკა ტუღუში
ადლიის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მერიისგან კომპენსაციის რაოდენობის გაზრდას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის განცხადებით, მერია ტერიტორიის დატოვებას მათ მინიმალურ ფასად თხოვს, კომპენსაციის აღების შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებში 2012 წელს შეასახლებენ, მანამდე ცხოვრება ქირით მოუწევთ.
... დაწვრილებით »
|
15 თებერვალი 2010
მწვანე კონცხზე მცხოვრებ 7 ოჯახს საკუთრება ჩამოართვეს
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, რუსლან დავითაძე
მწვანე კონცხზე მცხოვრებ შვიდ ოჯახს ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაკანონებული მიწის ნაკვეთები ჩამოართვა. აღნიშნული ოჯახების პრობლემებს დღეს რესპუბლიკური პარტიის წევრები გაეცნენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამავე კომისიამ 7-ვე ოჯახს მიწის ნაკვეთები 2008 წელს დაუკანონა.
... დაწვრილებით »
|
15 თებერვალი 2010
მოსახლეობის დაუდევრობის გამო ჩაქვში ნარგავების ნაწილი დაიწვა
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, რუსლან დავითაძე
დაბა ჩაქვში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავები დაიწვა. ცეცხლის მცირე კერების ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე ქობულეთის სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. წინასწარი ვარაუდით, ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობის გამო გაჩნდა.
... დაწვრილებით »
|
15 თებერვალი 2010
კობა სუბელიანმა დევნილებს საცხოვრებელი ფართები გადასცა
ავტორები: ლიზი თედორაძე, ნიკა ტუღუში
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დღეს ბათუმში იმყოფებოდა. კობა სუბელიანმა ლეონიძის 13 ნომერში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა და მათ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა.
... დაწვრილებით »
|
15 თებერვალი 2010
თეთროსნის დასახლებაში მცხოვრებლებს ნოღაიდელის პარტიის წევრები შეხვდნენ
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, რუსლან დავითაძე
სასმელი წყალი, ავარიული სახლი, ფართის დაკანონება, გზისა და ეზოს კეთილმოწყობა-ეს იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ხუცუბანში, ე.წ თეთროსნის დასახლებაში მცხოვრებ 40 ოჯახს აწუხებს. აღნიშნული პრობლემების შესწავლის მიზნით `მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ წევრები დღეს მოსახლეობას შეხვდნენ,
... დაწვრილებით »
|
15 თებერვალი 2010
აჭარის განათლების სამინისტრომ 2009 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
ავტორები: ლიზი თედორაძე, ნიკა ტუღუში
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2009 წლის მუშაობის ანგარიში და 2010 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას 2 საათის განმავლობაში აწვდიდა.
... დაწვრილებით »
|
15 თებერვალი 2010
“კონსერვატიულმა პარტიამ” არჩვნებისთვის მზადება დაიწყო
ავტორები: ლიზი თედორაძე, ნიკა ტუღუში
“კონსერვატიული პარტიის” ქობულეთის ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩვნებისთვის მზადება დაიწყო. რაიონულმა ორგანიზაციამ პარტიული ოფისი ქობულეთში, აღამაშენებლის ქუჩის 69 ნომერში გახსნა. ხვალიდან ოფისში მხარდამჭერთა რეგისტრაცია იწყება.
... დაწვრილებით »
| |
|
|
Untitled Document
|