 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
|
თარიღი: პარასკევი, 12 თებერვალი 2010 |
|
12 თებერვალი 2010
`მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი~ მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებს მოითხოვს
ავტორები: ლიზი თედორაძე, ამირან ცეცხლაძე
აჭარის `მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის~ წევრები უცხოელ ინვესტორთა მიერ საქართველოში მიწის შესყიდვისა და ბიზნესის ყველა მიმართულებით ათვისების ფაქტს აპროტესტებენ. ორგანიზაციის წევრები სავიზო რეჟიმის გამკაცრებას და უცხოელი მოქალაქეებისთვის მეწარმეთა შესახებ კანონით მინიჭებული უფლებების შეზღუდვას მოითხოვენ.
... დაწვრილებით »
|
12 თებერვალი 2010
ოპოზიციამ პრაიმერის ჩასატარებლად სამზადისი დაიწყო
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე
“კონსერვატორებმა”, “ხალხის პარტიამ” და “მოძრაობა სამართლიანმა საქართველომ” პრაიმერის ჩასატარებლად სამზადისი დაიწყო. საარჩევნო ოლქი კონსერვატორების რეგიონულ ოფისში გაიხსნა და მას პარტიების თითო წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
... დაწვრილებით »
|
12 თებერვალი 2010
ხელოვნების უნივერსიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მათე ტაკიძე გაეცნო
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე
ხელოვნების უნივერსიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გაეცნო. სამუშაოების პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება, რისთვისაც 4 მილიონ 500 000 ლარი დაიხარჯება. ამჟამად შენობაში საკონცერტო და საოპერო დარბაზის გაფართოების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 1 250 მაყურებელს დაიტევს.
... დაწვრილებით »
|
12 თებერვალი 2010
თემურ ჩარკვიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ამირან ცეცხლაძე
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. თემურ ჩარკვიანი დღეს ინასარიძის ქუჩის #14, 16 ნომერში, 26 მაისისა და მაქაცარიას ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობამ დეპუტატს სოციალური საკითხების, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების ნაწილის მოასფალტება და დასაქმების პრობლემის მოგვარება თხოვა.
... დაწვრილებით »
|
12 თებერვალი 2010
კავშირ `პროგრესის~ მონიტორინგის შედეგებისა და ფილმის პრეზენტაცია სასტუმრო `ინტურისტში~
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ამირან ცეცხლაძე
`მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2009 წლის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის~ შედეგებისა და დოკუმენტური ფილმის `დიალოგი სოციალურ თემებზე~ პრეზენტაცია გაიმართა დღეს სასტუმრო `ინტურისტში.~ პროგრამის მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე მონიტორინგს განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი `პროგრესი~ 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა.
... დაწვრილებით »
|
12 თებერვალი 2010
ახალგაზრდა პოეტის როინ აბუსელიძის პოეზიის საღამო
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ნიკა ტუღუში
ახალგაზრდა პოეტის როინ აბუსელიძის პოეზიის პირველი საღამო გაიმართა დღეს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში. საღამოზე მიწვეულ სტუმრებს ლიტერატურული სალონის ახალგაზრდებმა ახალგაზრდა ავტორის პოეტური ქმნილებები წარუდგინეს. ღონისძიება მეექვსე სკოლის პედაგოგ ქეთევან გიორგაძისა და საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ორგანიზებით გაიმართა.
... დაწვრილებით »
| |
|
|
Untitled Document
|