მერიის ჯანდაცვის პროგრამაში მარტოხელა დედებისთვის გათვალისწინებული შეღავათების საჯარო განხილვა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კავშირ “პროგრესის” ინიციატივით მოეწყო. მერიამ მიმდინარე წელს პროგრამაში ცვლილებები განახორციელა, რომელიც მარტოხელა დედებისთვის 200 ლარიანი დაფინანსების ნაცვლად პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს.
... დაწვრილებით »
კონსერვატიული პარტიიის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის წინ ნეპტუნის ქანდაკების დადგმას აპროტესტებს. პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა. ისინი მუნიციპალიტეტისგან შიშველი ნეპტუნის ქანდაკების დაუყოვნებლივ დემონტაჟს ითხოვენ.
... დაწვრილებით »
სამი დღის წინ ბათუმში ლუკა ასათიანის 51-ში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 11 წლის მეგი მუსხაჯბას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გოგონა ამჟამად ბათუმის დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის.
... დაწვრილებით »
ბათუმის დელფინარიუმის მშენებლობა რამდენიმე თვეა დასრულებულია, თუმცა მისი ოფიციალურად გახსნა ჭიანურდება. დღეს დელფინარიუმის შენობაში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად რამდენიმე დელფინის გადაღება მოახერხა, ადმინისტრაციის დაცვამ შიდა პერიმეტრის გადაღების საშუალება არ მოგვცა.
... დაწვრილებით »
შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს დღეს სასტუმრო “ერა პალაში” სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ. განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და შესყიდვების სააგენტოს უფროსმა გამართეს.
... დაწვრილებით »
მემედ აბაშიძის ძეგლის საპატიო ადგილზე გადატანის მოთხოვნით სტუდენტ-ახალგაზრდები ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს ძეგლთან საინფორმაციო სახის აქცია გამართეს.
... დაწვრილებით »