 |
|
სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება? |
|
|
თარიღი: ხუთშაბათი, 4 თებერვალი 2010 |
|
04 თებერვალი 2010
უბედური შემთხვევა ლუკა ასათიანის # 51-ში
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ნიკა ტუღუში
შუმი ტირის ქალი
წუხელ რვა საათზე ბათუმში ძლიერ ქარს უბედური შემთხვევა მოჰყვა. ლუკა ასათიანის 51-ში მდებარე მრავალსართულიანი ბინის მეშვიდე და მეთერთმეტე სართულის კედლების ჩამონგრევის შედეგად ლუკა ასათიანის 49 და პუშკინის 98-ში მდებარე ორი სახლი დაზიანდა. სახლის ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
... დაწვრილებით »
|
04 თებერვალი 2010
დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ნიკა ტუღუში
14-სართულიანი სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეს დახურულ კარს მიღმა ქალაქის მერს შეხვდა. მოსახლეობის თქმით, მათ თავდაპირველად შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნათ. შენობაში შესვლა გართულდა ჟურნAალისტებისთვისაც. დაცვის სამსახურმა ჩვენ მხოლოდ ფოიეში დარჩენის უფლება მოგვცა. მედიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში დარჩენა საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის დახმარებით შეძლეს.
... დაწვრილებით »
|
04 თებერვალი 2010
“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ქ. ბათუმის მერიის ბიუჯეტის ხარჯვას აკონტროლებს
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ნიკა ტუღუში
“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” აჭარის ორეგანიზაციის წევრები ბათუმის მერიის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ მერიის მიერ ერთპიროვნული შეთანხმების საფუძველზე ამა თუ იმ პროექტების შესაქმნელად უცხოურ კომპასნიებისთვის ასი ათასობით ლარის გადახდა მიუღებლად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ მსგავსი სამუშაოების შესრულებას ადგილობრივი არქიტექტორებიც შეძლებენ.
... დაწვრილებით »
|
04 თებერვალი 2010
ქალბატონი ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ფრონტონის” წინააღმდეგ
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ნიკა ტუღუში
ბათუმში მცხოვრები თინა ბარაბაძე ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ფრონტონი”-ის წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც იგი აცხადებს, აღნიშნულ ამხანაგობასთან ხელშეკრულება 2007 წლის მაისში დაიდო, რის საფუძველზეც ლერმონტოვის 33 ნომერში ინვესტორს თინა ბარაბაძისა და მისი დის შურა ბარაბაძისთვის უძრავი ქონების სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე აშენებულ სახლში 10 ბინა უნდა გადაეცა.
... დაწვრილებით »
|
04 თებერვალი 2010
უმაღლეს სასწავლებლებს შორის მკლავჭიდში ჩემპიონატი გაიმართა
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ამირან ცეცხლაძე
დღეს უნივერსიტეტის დარბაზში ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებს შორის მკლავჭიდში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა. ერთმანეთს საგანმანათლებლო დაწესებულების 100-მდე სტუდენტი ეჯიბრებოდა. ჩემპიონატი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა.
... დაწვრილებით »
| |
|
|
Untitled Document
|