სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ თუ არა ღონისძიებათა გამართვის უფლება?








დღის ამბები

თარიღი: ოთხშაბათი, 3 თებერვალი 2010

 

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილიმშენებარე 14-სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ნიკა ტუღუში

დაახლოებით 19 საათზე ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩის 51 ნომერში მდებარე 14-სართულიანი მშენებარე სახლის რამდენიმე სართულის კედელი ჩამოინგრა და გვერდით მდებარე 2-სართულიან სახლს დაეცა. თვითმხილველთა თქმით, მე-7 და მე-11 სართულების კედლები ჩამოიშალა და საცხოვრებელი სახლის რამდენიმე ოთახი დაიტანა. ... დაწვრილებით »

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილიოპერის თეატრი თუ საგამოფენო დარბაზი
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ნიკა ტუღუში

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე გასული წლის 11 მაისს გააკეთა, როცა აქ საძირკველი ოპერის თეატრის მშენებლობას ჩაეყარა. მიმდინარე წლის აგვისტოში თეატრის პრეზენტაცია სპექტაკლით “სევილიელი დალაქით” უნდა შემდგარიყო. ... დაწვრილებით »

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილიხელვაჩაურის გამგეობაში თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვეს
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. თანამდებობა უკვე დატოვა საფინანსო სამსახურის უფროსმა ფერიდე ხალვაშმა, აპარატის უფროსმა ნუნუ მამულაიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა მარინა დიასამიძემ. ... დაწვრილებით »

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილიაჭარის მამულიშვილთა კავშირი ქალაქის მერიას პროკურატურაში უჩივის
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ამირან ცეცხლაძე

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი კვლავ ილია ჭავჭავაძის ძეგლის თეატრის უკანა მხარეს გადატანას აპროტესტებს. საგვარეულო კავშირს ერის სულიერი მამის ძეგლის შიშველი ნეპტუნის ქანდაკებითა და სხვა სკულპტურებით ჩანაცვლება მიუღებლად მიაჩნია. ... დაწვრილებით »

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილიხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სტიქიით დაზარალებულთა ნაწილს დააკმაყოფილებს
ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე

“სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო კომისიამ” იმ დაზარალებულთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც დახმარება პირველ ეტაპზე გაეწევათ. ესენი არიან: ორთაბათუმის თემში მცხოვრები გულნარა კაკალაძე-ბედინაძე, მერაბ შაქარიშვილი, ახმედ ჩახვაძე. ახალშენის თემში ზურაბ დუმბაძე. ურეხის თემში: მინერ სურმანიძე. შარაბიძეების თემში: ლილი ჭანიძე, ნათელა ფარტენაძე, გივი ბოლქვაძე, ჯუმბერ ავჯიშვილი, ნინო კილაძე. აჭარისწყლის თემში: ნაზიკო შველიძე. თხილნარის თემში ენვერ ჭელიძე, მიხეილ კომახიძე, ... დაწვრილებით »

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილინატოს საინფორმაციო ცენტრი სტუდენტებს სემინარ უტარებს
ავტორები: სოფო ბურჭულაძე, ამირან ცეცხლაძე

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ბათუმის ბიურომ პროექტის `მე სტუდენტის~ ფარგლებში სტუდენტებისთვის სემინარების ჩატარება დაიწყო. 10 სემინარი `მსოფლიოში დემოკრატიის პრინციპებს~ მიეძღვნება, რის შემდეგადაც ამ თემატიკაზე კონფერენცია მოეწყობა. ... დაწვრილებით »

03 თებერვალი 2010
ვიდეო ფაილიმსახიობ თენგიზ სარდანაშვილის საიუბილეო საღამო
ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ნიკა ტუღუში

“ოღონდ დაბრუნდი და თქვი ზღაპარი”-ასე ჰქვია საიუბილეო საღამოს, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა. ღონისძიება მსახიობ თენგიზ სარდანაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც თეატრში 1980 წლიდან მოღვაწეობდა. მსახიობს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდებოდა. ... დაწვრილებით »

 

Untitled Document
ორ
სმ
ოთ
ხთ
პრ
შბ
კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
       
       

  08 სექტემბერი
  09 სექტემბერი
  10 სექტემბერი
  11 სექტემბერი
  12 სექტემბერი
 
 "მაცნე"
  "დიალოგი"
  "კარაბადინი"
  "ნატვრის ხე"
 
  ნეკროლოგი
  მომსახურება
  ბინა
  სამუშაო
  სწავლება
  დაიკარგა
  საინფორმაციო სააგენტო
  ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება
  დასვენება

 

TV25 © 2009